Logo
მთავარი რეისები შოპინგი სერვისები ინფორმაცია სიახლეები კონტაქტი რეგისტრაცია ავტორიზაცია
  • ka
  1. გამოგვყევით:
  • ჩვენს შესახებ

      შპს ,, იზიფოსტს''ქართულ ბაზარზე ოპერირების რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს ჩინეთიდან, თურქეთიდან,საბერძნეთიდან  და ამერიკიდან საქართველოში საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება წარმოადგენს. ჩვენ ვახორციელებთ კერძო, ასევე, კორპორაციულ შეკვეთებს, მცირე და დიდი ზომის ტვირთების ტრანსპორტირებას.

    ჩვენი მთავარი ღირებულება არის გუნდი – გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მაღალი ხარისხის მომსახურებაზე. იქნება ეს მცირე ექსპრეს-მიწოდება თუ დიდი ლოგისტიკური პროექტი, ,,იზიფოსტი'' ყოველთვის უზრუნველყოფს საიმედო, ხელმისაწვდომ და კომფორტულ მომსახურებას.

     

  • როგორ გამოვიწერო ამანათი?

    დარეგისტრდით ჩვენს საიტზე www.easypost.ge

    დარეგისტრირდით საიტზე, საიდანაც იწერთ პროდუქციას

    www.easypost.ge - ზე ავტორიზაციის გავლის შემდეგ ჩვენს საიტზე გამოჩნდებათ თქვენთვის მინიჭებული 5 ქვეყნის მისამართი, რომლიდანაც სასურველი უნდა დააკოპიროთ ონლაინ მაღაზიის საიტზე შესაბამის ველებში.

    მისამართის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომელი ქვეყნის საიტიდან გინდათ გამოწერა.

    გამოწერიდან რამდენიმე დღეში კურიერი მაღაზიიდან წამოიღებს თქვენს ამანათს ჩვენს ოფისში.

    დეკლარირება საკმაოდ მარტივი პროცედურაა, საჭიროა მხოლოდ რამოდენიმე ველის შევსება:

    • ღირებულება - ნივთში გადახდილი თანხა
    • ვალუტა-რა ვალუტაშიც გადაიხადეთ ნივთის ღირებულება
    • ქვეყანა-რომელი ქვეყნიდან გამოიწერეთ
    • საიტი-რომელი საიტიდანაც გაქვთ ამანათი გამოწერილი
    • ნივთის აღწერა - რა შეიძინეთ

    დეკლარირების შემდეგ უნდა დაელოდოთ ნივთის საქართველოში ჩამოსვლას,ამანათების გაცემასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებთ სმს-ს შეტყობინების სახით.

  • საბაჟო წესები და პროცედურები

    რა შემთხვევაში ექვემდებარება ამანათი განბაჟებას? საქართველოს კანონმდებლობით განბაჟებას ექვემდებარება 300 ლარზე მეტი ღირებულების, 30კგ-ზე მეტი წონის ან ერთგვაროვანი საქონელი. თუ თქვენს მიერ გამოწერილი ამანათები მოხვდება ერთ რეისზე და მათი ჯამური ღირებულება 300 ლარზე მეტია, ასევე დაექვემდებარება განბაჟებას. თუ თქვენს მიერ სხვადასხვა საიტიდან გამოწერილი ამანათები მოხვდება ერთ რეისზე და მათ ღირებულება 300 ლარზე მეტია, ამანათები არ დაექვემდებარება განბაჟებას. როგორია განბაჟების პროცედურა? 2022 წლის 14 მაისიდან კანონში შევიდა ცვლილება. კერძოდ შეიცვალა საქართველოს მთავრობის No201 დადგენილება. ცვლილების მიხედვით საქართველოს მთავრობა განბაჟების თანხის პარალელურად, აწესებს საქართველოს საბაჟოს მომსახურების გადასახადს განსაბაჟებელ საქონელზე. 300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე განსაბაჟებელ თანხას დაემატება – 20 ლარი; 3000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე კი განსაბაჟებელ თანხას დაემატება – 100 ლარი. აღნიშნული თანხის გადახდა მოხდება საქართველოს ხაზინის ანგარიშზე, დეკლარაციის დაბეჭდვამდე და განბაჟების საფასურის გადახდამდე. განბაჟებისთვის საჭირო ყველანაირ პროცედურას და საბაჟოსთან ურთიერთობას ახორციელებენ ჩვენი კომპანიის დეკლარანტები. განსაბაჟებელი ამანათი საბაჟოდან მოდის ჩვენს ოფისში, ჩვენ გიბეჭდავთ დეკლარაციას და გატანთ ამანათს. განბაჟების თანხა, გადახდის ბოლო ვადა და საქართველოს ხაზინის საბანკო რეკვიზიტები მითითებულია დეკლარაციაში და მისი გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერ ბანკში რა დოკუმენტაცია საჭირო ამანათის განსაბაჟებლად? იმ შემთხვევაში, თუ ამანათი დაექვემდებარა განბაჟებას, მომხმარებელმა ჩვენს საიტზე უნდა ატვირთოს ინვოისი/შესყიდვის ორდერი, სადაც ფიქსირდება მიმღების სახელი, გვარი, ოთახის ნომერი, ამანათის შიგთავსი და ჯამური ღირებულება. რამდენია განბაჟების გადასახადი? საბაჟო გადასახადი შეადგენს პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების ჯამის 18%-ს. რა ხდება თუ მომხმარებელი დროულად არ გადაიხდის განბაჟების საფასურს? ტვირთის განბაჟებაზე და დღგ-ს დროულად გადახდაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. თუ დეკლარაციაში მითითებულ ვადაში არ გადაიხდით განბაჟების თანხას, საქართველოს კანონმდებლობით დამატებით დაგერიცხებათ საურავი. რატომ არის საჭირო ნივთის დეკლარირება ჩამოსვლამდე? იმ შემთხვევაში, თუ ამანათი არ იქნება დეკლარირებული მისი ჩამოსვლის მომენტში, იგი დაყოვნდება საბაჟოზე 8 დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული 8 დღის განმავლობაში, თქვენს მიერ არ მოხდება ამანათის დეკლარირება, ამანათი ავტომატურად გადაეცემა სახელმწიფოს შემდგომი განკარგვისთვის. გაითვალისწინეთ, თუ მომხმარებლის სახელზე საზღვარს კვეთს რამდენიმე ამანათი, ხოლო დაუდეკლარირებელია მხოლოდ ნაწილი, საბაჟო დაუდეკლარირებელ ამანათებთან ერთად აჩერებს მომხმარებლის დადეკლარირებულ ამანათებსაც. 8 დღიანი პერიოდის გასვლის შემდეკ კი კანონის მიხედვით ყველა ამანათი ერთად გადადის სახელმწიფოს მფლობელობაში.

  • აკრძალული ნივთები

    ჩინეთიდან (საჰაერო გზით) ტრანსპორტირებისთვის აკრძალული ნივთების სიაში შედის:

    იარაღი, სამიზნე, იარაღის ნაწილები და სხვ, მაგნიტი, სანთელი, სანთებელა (მათ შორის ელექტრო სანთებელა), ფხვნილი, დაპრესილი ფხვნილი, კბილის პასტები, თვალის ჩრდილები დანა, მაკრატელი და მსგავსი ტიპის ბასრი საგნები, სათამაშო იარაღი, ელექტრო სიგარეტი, ფავერ ბანკი, აკუმულატორი, სითხეები, საღებავი, ფლომასტერი, მცენარეები, სამედიცინო დანიშნულების ტვირთები, ელემენტები(ელემენტის შემცველი ნივთები) და  კოსმეტიკური საშუალებები როგორიცაა: მანიკური, აცეტონი, კრემები და სხვა. ფეთქებადსაშიში და აალებადი შეფუთვის მქონე პროდუქცია. მათ შორის: სპრეი, პულვერიზატორი, დეზადორი, აეროზოლი და სუნამო.     

     ამ ნივთების ტრანპორტირება შესაძლებელია სახმლეთო გზით.  

     

    ამერიკიდან ტრანსპორტირებისთვის აკრძალული ნივთების სიაში შედის:

    • ცეცხლსასროლი იარაღი
    • პნევმატური იარაღი (გარდა 4.5მმ კალიბრისა ბალონების გარეშე)
    • არბალეტი/მშვილდ-ისარი
    • ოპტიკური ლაზერული სამიზნე
    • ოპტიკური სამიზნე
    • საბრძოლო დანიშნულების, ფეთქებადი მასალა
    • შხამ-ქიმიკატები
    • სპრეი ან რაიმე სახის დატუმბული ბალონი
    • ნარკოტიკული ნივთიერებები (ე.წ. ბიო არომატიზატორები)
    • ფსიქოტროპული საშუალებები
    • ფული
    • ჟურნალები და კატალოგები
    • ცხოველები და ფრინველები ან მათი ფიტულები
    • ნებისმიერი სახის მცენარის თესლი, ან მცენარე, ნერგი და ხე

    აალებადი და ფეთქებადსაშიში ნივთიერებების ან სითხის შემცველი პროდუქცია

    • სპირტი
    • მანქანის ზეთი და დატუმბული ბალონები/სპრეი
    • ავტომობილის უსაფრთხოების ბალიშები
    • ამორტიზატორები
    • მანქანის აკუმულატორი
    • საღებავები

    გერმანიიდან ტრანსპორტირებისთვის აკრძალული ნივთების სიაში შედის:

     

    •  ბიო არომატიზატორები.
    •  საღებავი.
    •  ალკოჰოლური სასმელები.
    •  საკვები პროდუქცია.
    •  ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია.
    •  პორნოგრაფიული სახის პროდუქცია.
    •  ცხოველები, მცენარეები, თევზები. ჩიტები, მღრღნელები და ა.შ.
    •  ტოქსიკური ნივთიერებები.
    • ფსიქოტროპული საშუალებები
    •  ცეცხლსასროლი იარაღები,ნაწილები ან იარაღის აქსესუარები.
    •  თუთუნი,ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები,ან მათი თესლი.
    •  ცხოველების ფიტულები,ძვლები,ბეწვი,სპილოს ძვალი და ა.შ.
    •  რეალური ფული-მონეტები ან ბანკნოტები.
    •  სუნამო, დეოდორანტი, სპრეი
    •  ჟურნალები და კატალოგები.
    •  ელექტრო ბატარიები და აკუმულიატორები.
    •  ალკოჰოლი
  • ტრანსპორტირების ვადები

    • ჩინეთიდან საჰაერო რეისი სრულდება,კვირაში 3-ჯერ. ტრანპორტირების ვადა  8-11 დღე
    • ჩინეთიდან სახმელეთო რეისი სრულდება, კვირაში ერთხელ. ტრანსპორტირების ვადა 25-30 დღე
    • საბერძნეთიდან სახმელეთო რეისი სრულდება კვირაში ერთხელ. ტრანსპორტირების ვადა  7-8 დღე
    • ამერიკიდან საჰაერო რეისი სრულდება კვირაში 2-ჯერ.ტრანსპორტირების ვადა 7-10 დღე
    • გერმანიიდან საჰაერო რეისი სრულდება კვირაში ერთხელ.ტრანსპორტირების ვადა 9-12 დღე
Logo
  • ნავიგაცია
  • მთავარი
  • რეისები
  • შოპინგი
  • ნავიგაცია
  • სერვისები
  • ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • დაგვიკავშირდით
  • ტელეფონი 0322-05-19-39
  • ელ.ფოსტა: [email protected]
    1. გამოგვყევით:
© 2025 All rights Reserved