სერვისები

საბაჟო წესები და პროცედურები

  •   რა შემთხვევაში ექვემდებარება ამანათი განბაჟებას?

საქართველოს კანონმდებლობით განბაჟებას ექვემდებარება 300 ლარზე მეტი ღირებულების, 30კგ-ზე მეტი წონის ან ერთგვაროვანი საქონელი.

თუ თქვენს მიერ გამოწერილი ამანათები მოხვდება ერთ რეისზე და მათი ჯამური ღირებულება 300 ლარზე მეტია, ასევე დაექვემდებარება განბაჟებას.

თუ თქვენს მიერ სხვადასხვა საიტიდან გამოწერილი ამანათები მოხვდება ერთ რეისზე და მათ ღირებულება 300 ლარზე მეტია, ამანათები არ დაექვემდებარება განბაჟებას.

  •     როგორია განბაჟების პროცედურა?

2022 წლის 14 მაისიდან კანონში შევიდა ცვლილება. კერძოდ შეიცვალა საქართველოს მთავრობის No201 დადგენილება. ცვლილების მიხედვით საქართველოს მთავრობა განბაჟების თანხის პარალელურად, აწესებს საქართველოს საბაჟოს მომსახურების გადასახადს განსაბაჟებელ საქონელზე.

300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე განსაბაჟებელ თანხას დაემატება – 20 ლარი;

3000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე კი განსაბაჟებელ თანხას დაემატება – 100 ლარი.                                                                                       აღნიშნული თანხის გადახდა მოხდება საქართველოს ხაზინის ანგარიშზე, დეკლარაციის დაბეჭდვამდე და განბაჟების საფასურის გადახდამდე.განბაჟებისთვის საჭირო ყველანაირ პროცედურას და საბაჟოსთან ურთიერთობას ახორციელებენ ჩვენი კომპანიის დეკლარანტები.განსაბაჟებელი ამანათი საბაჟოდან მოდის ჩვენს ოფისში, ჩვენ გიბეჭდავთ დეკლარაციას და გატანთ ამანათს.განბაჟების თანხა, გადახდის ბოლო ვადა და საქართველოს ხაზინის საბანკო რეკვიზიტები მითითებულია დეკლარაციაში და მისი გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერ ბანკში.                                                                                                                                           იმ შემთხვევაში, თუ ამანათი დაექვემდებარა განბაჟებას, მომხმარებელმა ჩვენს საიტზე უნდა ატვირთოს ინვოისი/შესყიდვის ორდერი, სადაც ფიქსირდება მიმღების სახელი, გვარი, ოთახის ნომერი, ამანათის შიგთავსი და ჯამური ღირებულება.

  • რამდენია განბაჟების გადასახადი? 

საბაჟო გადასახადი შეადგენს პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების ჯამის 18%-ს.

  • რა ხდება თუ მომხმარებელი დროულად არ გადაიხდის განბაჟების საფასურს?

ტვირთის განბაჟებაზე და დღგ-ს დროულად გადახდაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.

თუ დეკლარაციაში მითითებულ ვადაში არ გადაიხდით განბაჟების თანხას, საქართველოს კანონმდებლობით დამატებით დაგერიცხებათ საურავი.

  • რატომ არის საჭირო ნივთის დეკლარირება ჩამოსვლამდე?

იმ შემთხვევაში, თუ ამანათი არ იქნება დეკლარირებული მისი ჩამოსვლის მომენტში, იგი დაყოვნდება საბაჟოზე 8 დღის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული 8 დღის განმავლობაში, თქვენს მიერ არ მოხდება ამანათის დეკლარირება, ამანათი ავტომატურად გადაეცემა სახელმწიფოს შემდგომი განკარგვისთვის. გაითვალისწინეთ, თუ მომხმარებლის სახელზე საზღვარს კვეთს რამდენიმე ამანათი, ხოლო დაუდეკლარირებელია მხოლოდ ნაწილი, საბაჟო დაუდეკლარირებელ ამანათებთან ერთად აჩერებს მომხმარებლის დადეკლარირებულ ამანათებსაც. 8 დღიანი პერიოდის გასვლის შემდეკ კი კანონის მიხედვით ყველა ამანათი ერთად გადადის სახელმწიფოს მფლობელობაში.

ფასები

  • ჩინეთი(საჰაერო)- 1 კილოგრამის ღირებულება არის 11,5 USD-ამანათები ითვლება მხოლოდ რეალური წონით.
  • ჩინეთი(სახმელეთო)-1 კილოგრამის ღირებულება არის 5,5 USD-51 სმ-იდან ამანათები იგზავნება მოცულობითი ან რეალური წონით. თუ რეალური წონა მეტია მოცულობით წონაზე, ტრანსპორტირების საფასური იანგარიშება რეალური წონით, ხოლო თუ ამანათის მოცულობითი წონა მეტია რეალურ წონაზე, ტრანსპორტორების საფასური იანგარიშება მოცულობითი წონით.
  • საბერძნეთი-1 კილოგრამის ღირებულება არის 3 EUR -ამანათები ითვლება მხოლოდ რეალური წონით.

 

 

როგორ გამოვიწერო ამანათი?

  • დარეგისტრდით ჩვენს საიტზე www.easypost.ge
  • დარეგისტრირდით საიტზე ,საიდანაც გსურთ პროდუქციის გამოწერა
  • www.easypost.ge ავტორიზაციის გავლის შემდეგ ,გამოგიჩნდებათ თქვენთვის მონიჭებული მისამართი,რომლიდანაც სასურველი უნდა "დააკოპიროთ" ონლაინ მაღაზიის საიტზე შესაბამის ველებში.
  •  გამოწერიდან რამდენიმე დღეში კურიერი მაღაზიიდან წამოიღებს თქვენს ამანათს ჩვენს ოფისში
  •  საწყობში მისული ამანათი აგესახებათ ჩვენს გვერდზე, მინიჭებული ‘’თრექინგ ნომრით'',თქვენ უნდა გაუკეთოთ დეკლარირება ამ ამანათს.
  • დეკლარირება საკმაოდ მარტივი პროცედურაა, საჭიროა მხოლოდ რამოდენიმე ველის შევსება:
  1. ღირებულება - ნივთში გადახდილი თანხა
  2. ვალუტა-რა ვალუტაშიც გადაიხადეთ ნივთის ღირებულება
  3. ქვეყანა-რომელი ქვეყნიდან გამოიწერეთ
  4. საიტი-რომელი საიტიდანაც გაქვთ ამანათი გამოწერილი
  5. ნივთის აღწერა - რა შეიძინეთ
  • დეკლარირების შემდეგ უნდა დაელოდოთ ნივთის საქართველოში ჩამოსვლას,ამანათების გაცემასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებთ სმს-ს შეტყობინების სახით.

საკურიერო მომსახურება

საკურიერო მომსახურება - ამანათის მისამართზე მიტანა, მოქმედებს როგორც თბილისში ,ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით

იმისთვის, რომ კურიერმა მოგიტანოთ ამანათი, მოთხოვნა უნდა დააფიქსიროთ ჩვენს საიტზე.

საკურიერო სერვისის ღირებულება თბილისში  განისაზღვრება ერთ რეისზე 10 კილოგრამამდე 5 ლარით,გამონაკლისს წარმოაგდენს ზაჰესი და ფონიჭალა ,სადაც მიწოდების ღირებულება არის 7 ლარი.

იმ შემთხვევაში თუ ერთ რეისზე ამანათი 10 კილოგრამზე მეტია,საკურიერო სერვისის ტარიფის შეთანხმება ხდება ინდივიდუალურად მომხმარებელთან.