მომსახურების პირობები და წესები
ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნით კომპანიის მომსახურების პირობებსა და წესებს.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს EASYPOST.GE-ს მომსახურებით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი ყველა წესი და პირობა, გამონაკლისის გარეშე. EASYPOST.GE-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებელის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.
1. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
1.1. არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი 18 ან მეტი წლის;
1.2. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
1.3. თანახმაა პირადი ანგარიშის გახსნის შემდეგ ხელშეკრულების შეწყვეტამდე EASYPOST.GE-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.
2. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება:
2.1. მომხმარებელი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე www.EASYPOST.GE;
2.2. რეგისტრაციისთვის მომხმარებელი უთითებს სახელს, გვარს, დასახელებას, პირად ნომერს, სიდენტიფიკაციო კოდს, საკონტაქტო მისამართს, ტელეფონის ნომერს, ელ.ფოსტას და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მეპატრონისა.
3.1. მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.
3.2. მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. EASYPOST.GE არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. EASYPOST.GE უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა;
4. ჩვენს საიტზე რეგისტრაციის შემდეგ, ავტომატურად იღებთ ექაუნთს, სადაც მოცემულია თქვენი ინდივიდუალური საფოსტო მისამართები თურქეთში, ჩინეთში, ამერიკასა და საბერძნეთში. როდესაც შეიძენთ რაიმეს ონლაინ მაღაზიებში, მიუთითებთ სწორედ ამ მისამართს.
5. ამანათების მართვის პანელი:
5.1. ინდივიდუალურ საფოსტო მისამართზე მისული გზავნილები აისახება მომხმარებლის პროფილში/ექაუნთში, ამანათების მართვის პანელში. აქვე ახდენთ მისამართზე მისული ამანათების მონიტორინგს, ამანათების დეკლარირებას და ტრანსპორტირების საფასურის დაფარვას.
5.2. კომპანია არ არის ვალდებული ფიზიკურად ფლობდეს რომელიმე საწყობს, მას შეუძლია ისარგებლოს მესამე პირის საწყობთ;
6. ტრანსპორტირების ღირებულება, წონის დამრგვალება და გადახდა
6.1. ტრანსპორტირების ღირებულება:
თურქეთიდან 1 კგ ამანათის ტვირთის სახმელეთო გადაზიდვის ღირებულება შეადგენს 3.00 დოლარის ექვივალენტს ლარში.
ჩინეთიდან 1 კგ ამანათის / ტვირთის საჰაერო გადაზიდვის ღირებულება შეადგენს 11.50 დოლარის ექვივალენტს ლარში.
ჩინეთიდან 1 კგ ამანათის-ტვირთის სახმელეთო გადაზიდვის ღირებულება შეადგენს 5.5 დოლარის ექვივალენტს ლარში.
საბერძნეთიდან 1 კგ ამანათის / ტვირთის სახმელეთო გადაზიდვის ღირებულება შეადგენს 3 ევროს ექვივალენტს ლარში
ამერიკიდან 1კგ ამანათის/ტვირთის საჰაერო გადაზიდვის ღირებულება შეადგენს 8.5 დოლარის ექვივალენტს ლარში.
- აღნიშნულ ტარიფში არ შედის ტვირთის დაზღვევა ტრანსპორტირების დროს.
- მომხმარებელს ნივთის დაზღვევა შეუძლია ჩვენგან დამოუკიდებლადაც სადაზღვეო კომპანიაში
- არასტანდარტული / არაგაბარიტული ტვირთის ან/და ამანთების ტრანსპორტირების პირობების დასაზუსტებლად, აუცილებელია დაგვიკავშირდეთ წინასწარ.
- არასტანდარტული/არაგაბარიტული გზავნილის შემთვევაში ,კომპანია იტოვებს უფლებას მომხმარებელეს მოთხოვოს ტრანსპორტირების ღირებულების 50%-ის გადახდა ნივთის საწყობიდან გამოგზავნამდე.
მომხმარებელი ვალდენულია :
- სარისკო და საფრთხის შემცველი ტვირთის შესახებ მიაწოდოს ექსპედიტორს ზუსტი და კონკრეტული ინფორმცია და არ დამალოს ტვირთის მნიშვნელოვანი მახასიათებელი.
- მსხვრევადი და ადვილად დაზიანებადი ნივთების ტრანსპორტირებაზე კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ სპეციალური მანიშნებლის( სტიკერის) არსებობის შემთვევაში,ასევე მომხმარებლის მხრიდან თავდაპირველი გამომშვები უნდა იყოს ინფორმირებული და ამანათი უნდა იმყოფებოდეს სპეციალურ ‘’ქაფში’’.
6.2. გადახდა
ტრანსპორტირების ღირებულების,მომხმარებლის ექაუნთზე ატვირთვა მოხდება საწყობში მიტანისას.
სავალდებულოა გადახდა განხორციელდეს www.EASYPOST.GE მხოლოდ ვებ–გვერდზე მითითებული ანგარიშსწორების ფორმებით.
6.3 მომხმარებლის მხრიდან შპს იზიფოსტი-ის მიმართ ამანათის ტრანსპორტირების დავალიანების არსებობის შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას მომხმარებლის მხრიდან დავალიანების სრულად დაფარვამდე არ გასცეს მომხმარებლის სახელზე ჩამოსული სხვა გზავნილები.
6.4 წონის დამრგვალება
მინიმალური წონა საიტზე ასახული ამანათის არის 0,100 გრამი.
წონა მრგვალდება 0,050 გრამის სიზუსტით.
6.5 მოცულობითი წონა
იმ შემთხვევაში(მხოლოდ ჩინეთიდან სახმელეთო გზით ტრანპორტირების დროს,50 სმ )თუ ამანათის რეალური წონა აღემატება მის მოცულობით წონას,ამანათის ღირებულება გამოითვლება რეალური წონით,ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამანათის მოცულობითი წონა აღემატება მის რეალურ წონას,ამანათის ღირებულება გამოითვლება მისი მოცულობითი წონით.მოცულობით წონის გამოთვლის ფორმულა არის შემდეგი:სიგრძე(სმ) Xსიგანე(სმ) Xსიმაღლე(სმ)/ 6000 და ამ ფორმულის შედეგად მიღებული რიცხვი მრავლდება ტარიგზე.
7. საკურიერო მომსახურება
7.1 მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს საკურიერო სერვისით თბილისში და რეგიონებში.
7.2. კურიერს ამანათი მიაქვს მომხმარებლის მიერ საიტზე დაფიქსირებულ მისამართზე
7.3. კურიერი არ აიტანს ამანათს სართულებზე
7.4. საკურიერო მომსახურების ღირებულება თბილისში განისაზღვრება ერთ რეისზე 10 კილომდე 5 ლარით ,გამონაკლისს წარმოადგენს ზაჰესი და ფონიჭალა ,სადაც ტრანსპორტირების ღირებულენა 10 კილომდე არის 7 ლარი.
7.5. იმ შემთხვევაში თუ რეისზე ამანათი 10 კილოზე მეტია, საკურიერო მომსახურების ტარიფის შეთანხმება ხდება ინდივიდუალურად მომხმარებელთან.
8. ამანათის გადაცემა მესამე პირზე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია წარადგინოს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი:
მიმღების პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან პასპორტი.
8.1. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, ამანათის გამტანის პირადობის მოწმობა და გადახდის ქვითარი.
9. ამანათები ოფისიდან გაიცემა :ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10 საათიდან 18:00 საათამდე. შაბათს 11:00-15:00 საათამდე.
10. ავიარეისების განრიგი არ არის ფიქსირებული და კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს ფორსმაჟორული სიტუაციების შემთხვევაში რეისების დაგვიანებაზე (მაგ.: რთული მეტეოროლოგიური პირობები, ავია კომპანიის მიერ გაუქმებული ან შეცვლილი განრიგი და ა.შ.).
11. კომპანია ამანათს უფასოდ ინახავს ,მისი ჩამოსვლიდან 25 დღის განმავლობაში, რა დროშიც მომხმარებელი ვალდებულია გაიტანოს ამანათი.ამანათის ჩამოსვლიდან 42 დღის გასვლის შემდეგ ამანათი დაუყოვნებლივ გადადის კომპანიის საკუთრებაში და იგი უფლებამოსულია შეუზღუდავად განკარგოს ამანათში მოთავსებული ნივთი.
12. განბაჟება:
12.1. თუ ამანათის ღირებულება აღემატება 300 ლარს ან 30 კილოგრამს, ასევე თუ ამანათში მოთავსებულია ერთგვაროვანი საქონელი, რომელსაც საბაჟო ჩათვლის კომერციულ საქონლად, იგი გადის უპირობო განბაჟების პროცედურას.
12.2. განსაბაჟებელი ამანათის ტრანსპორტირების ღირებულების თანხას ემატება საბაჟო დეკლარაციის მომზადების ღირებულება 20 ლარის ოდენობით. განბაჟება ხორციელდება მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი ნივთის ინვოისის (ორდერის) საფუძველზე, გამონაკლის შემთხვევაში კომპანია შპს იზიფოსტი უფლებას იტოვებს ინვოისის ავთენტურობის დადგენის მიზნით, მომხმარებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია ( მისი ექაუნთის გახსნა, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ა.შ.), ზემოდხსენებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვბს ამანათი გადასცეს შემოსამავლების სამსახურის შესაბიმს განყოფილებას შემგომი რეაგირებისათვის.
13. დეკლარირება (პროდუქციის დასახელებისა და ფასის მითითება)იზიფოსტის ვებ–გვერდზე სავალდებულოა. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
13.1. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას, კომპანია იზიფოსტი მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ.: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), იზიფოსტი უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.
14. იხილეთ პროდუქციის ჩამონათვალი, რომლის ტრანსპორტირებაც შეზღუდულია. მომხმარებლის მხრიდან აკრძალული პროდუქციის გამოგზავნის შემთხვევაში კომპანია იზიფოსტი არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის საქართველოში გამოგზავნაზე ან უცხოეთში საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე.
14.1. იმ შემთვევაში თუ მომხმარებელი მაინც გაგზავნის აკრძალულ პროდუქციას კომპანია იზიფოსტის მიერ მომხმარებლისთვის გადაცემულ ამერიკულ, თურქულ, ჩინურ, ან საბერძნეთის მისამართზე, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამანათის გამომგზავნ მაღაზიასთან ან კერძო პირთან ამანათის დაბრუნებაზე. აღნიშნული დარღვევა ჩაითვლება მომსახურების პირობების დარღვევად, რაც გამოიწვევს მომსახურების უპირობო შეწყვეტას და მომხმარებლისთვის საჯარიმო სანქციების დაკისრებას, რაც განისაზღვრება კომპანია ბესთ სერვის ჯგუფისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობით.
15. იზიფოსტი უფლებას იტოვებს მოახდინოს მომხმარებელთან ურთიერთობის ამსახველი მონაცემების ჩაწერა და დამახსოვრება (ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო თუ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ყველა სახეობის საშუალებით, მათ შორის ელ–ფოსტით გამოგზავნილი წერილების, ჩათით ან ტელეფონით საუბრები,) რაც შესაძლოა კომპანიამ გამოიყენოს მისი უფლებების დაცვის მიზნით მომხმარებელთან სასამართლო ან სხვა დავის წარმოქმნის შემთხვევაში.
16. მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები (პირადობა, პასპორტი, ბანკის ქვითარი) არის უტყუარი და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
17. ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
17.1.იზიფოსტი უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება ისარგებლოს კომპანიის მომსახურებით თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნები, რის შესახებაც მომხმარებლს ეცნობა ელექტრონული ფოსტით. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის დახურვა ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან;
17.2. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია დახურავს ანგარიშს ან შეზღუდავს მის გამოყენებას, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში.
17.3. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს EASYPOST.GE_ს სერვისით სარგებლობა, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას.
17.4. მომხმარებლის მხრიდან ნებისმიერი ტიპის ჟარგონული, არაეთიკური ან შეურაწმყოფელი ტერმინების გამოყენება, როგორც ელ–ფოსტით, ასევე ტელეფონზე, ჩათით ან თანამშრომლების მიმართ პირადად, ასევე ხმამაღალი საუბარი, ტონის აწევა, ყვირილი, დამცინავი ან ირონიული საუბარი - გამოიწვევს მომხმარებლის სერვისის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტას მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით.
18. იზიფსოტი ვალდებულებას იღებს კლიენტთთან მხოლოდ იმ სერვისებზე, რაც აღწერილია მომსახურების პირობების გვერდზე. კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის წვდომას ვებ-გვერდზე და მომსახურების გაწევას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. კომპანია არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ იძლევა მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, გამოირიცხება (კანონით დადგენილ ფარგლებში) კომპანიის პასუხისმგებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევი გარანტიები, დამაკმაყოფილებელ ხარისხი ან/და მომხმარებლის მიზნებთან შესაბამისობა) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებ-გვერდი ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.
19. პერსონალური მონაცემები და პირად ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, არ ექვემდებარება გასაჯაროებას გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
20. წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს წინამდებარე პირობებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას; მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და პირობებით დადგენილი წესით;
21. წინამდებარე წესების და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
22. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
23. ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით; თუ მხარეები ვერ აღწევენ შეთანხმებას მოლაპარაკების გზით, ისინი უპირობოდ თანახმა არიან სურვილის შემთხვევაში მიმართონ მათთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებს.
24. წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. EASYPOST.GE-ს უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს EASYPOST.GE-ს საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ვებ-გვერდის, EASYPOST.GE-ს ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა არხის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით; პირობების ყოველი არსებითი ცვლილებისას მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა განაცხადოს თანხმობა EASYPOST.GE-ს ნებისმიერი არხით სარგებლობისას.
25. მომხმარებელი, EASYPOST.GE-სთან წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.